„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ულოცავს.
„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!
ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც თავისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით გუნდთან ერთად მოიპოვა!
ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.
მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.