საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დანია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ მიზანმიმართულ ზომებსა და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას.
„დანია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომებისა და ასევე ბოლო დროს კანონმდებლობის მიღების გამო, რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციური საქმიანობის შეზღუდვა. დანია მხარს უჭერს მიზანმიმართულ ზომებს და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად“, – წერს დანიის ელჩი.