დემოკრატიაზე უხეში თავდასხმა და კიდევ ერთ შემაშფოთებელი ნიშანი საქართველოში ავტორიტარული უკუსვლის, - ასე აფასებს უკრაინელი დეპუტატი და ALDE-ს პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, ევგენია კრავჩუკი კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.
"მე, როგორც ALDE-ს პარტიის ვიცე პრეზიდენტი, ვუერთდები ALDE-სა და მთელი ლიბერალური ოჯახის მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.
მისი პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება, დემოკრატიაზე უხეში თავდასხმა და საქართველოში ავტორიტარული უკუსვლის კიდევ ერთ შემაშფოთებელი ნიშანია.
უკრაინას ესმის ქართველი ხალხის ბრძოლის - თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე, სანამ ეს მომავალი რეალობა არ გახდება, - წერს X-ზე ევგენია კრავჩუკი.