პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთმა ხომალდმა საეჭვო მანევრები განახორციელა პოლონეთსა და შვედეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი კაბელის სიახლოვეს. ინციდენტში პოლონეთის სამხედროები ჩაერივნენ.
ამის შესახებ დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. ტუსკის განცხადებით, რუსული გემი რუსეთის ერთ-ერთ პორტში გაემგზავრა.
„სანქციების ქვეშ მყოფმა „ჩრდილოვანი ფლოტის“ რუსულმა გემმა პოლონეთსა და შვედეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი კაბელის მახლობლად საეჭვო მანევრები განახორციელა. ჩვენი სამხედროების ეფექტური ჩარევის შემდეგ გემი რუსეთის ერთ-ერთ პორტში გაემგზავრა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.