ევროპელი ლიდერები, რომლებსაც დონალდ ტრამპი 19 მაისს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ელაპარაკა, უსიამოვნოდ გაკვირვებულები არიან იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ სურს ვლადიმირ პუტინზეზეწოლის გაძლიერება. ამის შესახებ Financial Times წყრაოზე დაყრდნობით წერს.
პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპი ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის ლიდერებს და ევროკომისიის პრეზიდენტს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ევროპელი ლიდერები „უსიამოვნოდ გაკვირვებულები“ იყვნენ ტრამპის მიერ პუტინთან საუბრის შედეგის აღწერით.
იმავე წყაროს ცნობით, ნათელი იყო, რომ ტრამპი „მზად არ იყო პუტინზე მეტი ზეწოლისთვის“, რათა რუსეთის ლიდერი მოლაპარაკებებს სერიოზულად აღიქვამდეს.
როგორც გამოცემა წერს, ევროპის ქვეყნების ლიდერებს ასევე ეშინიათ, რომ ტრამპმა შეიძლება პუტინთან შეთანხმებას მიაღწიოს, რომელიც დააკმაყოფილებს ამ უკანასკნელის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს და რაც უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 მაისს ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
თავის გზავნილში აშშ-ის პრეზიდენტმა არ ახსენა არც ადმინისტრაციის მოთხოვნა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც პუტინმა ღიად უარყო, და არც შესაძლო სანქციები, თუ მოსკოვი დათმობებზე წავა.