აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება მანამდე, ვიდრე ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს არ შეხვდება.
ამის შესახებ ტრამპმა დუბაისკენ მიმავალ Air Force One-ის ბორტზე განაცხადა.
ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, იმედგაცრუებული იყო თუ არა იმ დელეგაციის დონით, რომელიც რუსებმა თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის გაგზავნეს და რომელშიც პუტინი არ არის.
„საერთოდ არ ვარ იმედგაცრუებული. არ ვარ იმედგაცრუებული. რატომ უნდა ვიყო იმედგაცრუებული? ... დელეგაციის შესახებ არაფერი ვიცი. არც კი შემიმოწმებია“, - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, ამერიკის ლიდერი დარწმუნებულია, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები წინ არ წავა მანამდე, ვიდრე ის პუტინს არ შეხვდება.
„მისმინეთ, არაფერი მოხდება ვიდრე პუტინისა და ჩემს შეხვედრა არ მოხდება. ის არ წავიდოდა, თუ მე არ ვიქნებოდი იქ. და არ მჯერა, რომ რამე მოხდება, მოგწონთ თუ არა ეს, მას არ შევხვდები. მაგრამ ჩვენ ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, - თქვა ტრამპმა.