აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს.
ინფორმაციას Sky News და CNN ავრცელებენ.
მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა მოლაპარაკებებზე უარის თქმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კრემლმა რუსული დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არ შედის.
ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ პუტინის იქ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, თურქეთში წასულიყო.
ვლადიმირ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. სიიდანაც გაირკვა, რომ თურქეთში თავად პუტინი არ ჩავიდოდა.
დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა, 14 მაისს კატარს ეწვია და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.