აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომ სირიისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, სირიას დიდების შანსს მისცემს.
„მე გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის განკარგულებას, რათა მივცე მათ დიდების შანსი“, – თქვა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.
ტრამპის თქმით, მიმდინარე კვირაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთში ჩავიდა, რითაც მან სპარსეთის ყურეში დაგეგმილი 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტების სერია დაიწყო.