ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იემენელმა ჰუსიტებმა აშშ-ს აცნობეს, რომ ისინი წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმის შეწყვეტას აპირებენ.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლშო კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარბისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჰუსიტებმა, განაცხადეს, რომ „აღარ სურთ ბრძოლა“ და ვაშინგტონი პატივს სცემს ამ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ შევწყვეტთ დაბომბვას. ისინი დანებებდნენ.... ჩვენ მათ სიტყვას ვენდობით, რომ აღარ ააფეთქებენ გემებს და ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა“, - დასძინა ტრამპმა.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დასძინა, რომ ჰუსიტების მიერ განხორციელებული დაბომბვები წითელ ზღვაში თავისუფალ ნავიგაციას უკავშირდებოდა.
„ჩვენ გვყავს თანამედროვე შეიარაღების მქონე დაჯგუფებ, რომელიც საფრთხეს უქმნიდა გლობალურ გადაზიდვებს და მისი შეჩერება იყო ჩვენი ამოცანა. და თუ ისინი გაჩერდებიან, მაშინ ჩვენც შეგვიძლია გავჩერდეთ“, - თქვა მან.
ჰუსიტებმა, რომლებმაც ისრაელზე გუშინ დარტყმები განახორციელეს, ტრამპის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.