აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის (PBS) და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR) ფედერალური დაფინანსების დაბლოკვა მოითხოვა.
თეთრი სახლის მონაცემებით, NPR და PBS ყოველწლიურად ათობით მილიონ დოლარს გადამხდელთა თანხებიდან იღებენ.
„არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ თვალსაზრისს უჭერენ მხარს NPR და PBS. მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი ეს ორგანიზაცია არ წარუდგენს მიმდინარე მოვლენების სამართლიან, ზუსტ ან მიუკერძოებელ ასახვას გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
მათ უკიდურესად შეუფერებლად მიიჩნიეს ამერიკელების იძულება, სუბსიდირება გაუწიონ „მიკერძოებულ, პარტიულ კონტენტს“ და დასძინეს, რომ ტრამპი მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადასახადის გადამხდელების ფული აღარ იფლანგებოდეს და მხოლოდ სასარგებლოდ იქნას გამოყენებული.