აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ხედვასთან დაკავშირებით „ძალიან დიდი უთანხმოებაა“, ამიტომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს „მხარეების დაახლოებაზე“. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ისაუბრა.
ვენსს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ორივე მხარის მიერ სამშვიდობო წინადადების წარდგენაა“.
„და ეს უკვე მოხდა. უკრაინელებმა თქვეს: „ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა“. რუსებმა თქვეს: „ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა“. და ახლა დიპლომატიის საქმეა, სცადოს ამ ორი მხარის დააახლოება.
მან დასძინა, რომ „სამშვიდობო წინადადებები“ უკვე წარდგენილია და რომ ტრამპის პრეზიდენტობის მომდევნო 100 დღის განმავლობაში მისი ადმინისტრაცია „ძალიან ბევრს იმუშავებს ამ მხარეების დაახლოებაზე“.