აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე მაიკლ უოლცის შესაძლო შემცვლელად დასახელდა, ამ თანამდებობით არ არის დაინტერესებული. ამის შესახებ CNN იუწყება.
უიტკოფი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩევლის თანამდებობაზე, მედიაში მანამდეც განიხილებოდა.
თუმცა, CNN-ის წყაროებს ცნობით, უიტკოფს აღნიშნულ თანამდებოაბზე მუშაობა არ სურს.
ამავდროულად, CNN დასძენს, რომ უიტკოფი შეიძლება დათანხმდეს, თუ დონალდ ტრამპი პირადად სთხოვს ამას.
„რაში სჭირდება ეს მას? რატომ უნდა დაიტვირთოს თავი უწყებათაშორისი სამუშაოს მართვით იმის ნაცვლად, რომ აკეთოს ის, რასაც ახლა აკეთებს?“ - განუცხადა CNN-ს წყარომ.
შეგახსენებთ, გამოცემა Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაიკ უოლცის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ტრამპის ამჟამინდელი სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი მრჩეველი გახდეს.