ყალბმა ქართულმა რეჟიმმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Deep State-ის იარაღად წარმოადგინა, - ამის შესახებ კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე განაცხადა.
მის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
"ყალბმა ქართულმა რეჟიმმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Deep State-ის იარაღად წარმოადგინა... [პრეზიდენტი ტრამპი] ავლენს ომის დამნაშავე პუტინის ტყუილებს და საქართველოში არჩევნების გაყალბებას ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ",- თქვა უილსონმა.