ლონდონში უკრაინის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის უკრაიანსი მიმდინარე ომის შესაძლო მოგვარების შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები დღეს ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართებოდა.
თუმცა მოლაპარაკებებს შეუერთდნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ასევე დელეგაციები შეერთებული შტატებიდან და უკრაინიდან.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მდივნები დევიდ ლამმი და ჯონ ჰილი უკრაინის ოფიციალურ პირებთან ცალკე ორმხრივ კონსულტაციებს მართავენ.