2010 წლის ეროვნული გამოცდებისთვის არასრულწლოვანი პატიმრების მომზადება იწყება.
აბიტურიენტი მსჯავრდებულები შესბაამის კურსს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებთან გაივლიან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესს არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე ლევან ზარანდია, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და უნივერსიტეტის ლექტორები ადგილზე გაეცნენ.
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ლექტორები უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულო საგნების მიხედვით ამეცადეინებენ. მსჯავრდებულები ყველა საჭირო ლიტერატურით, წიგნებითა და ტესტებით უკვე უზრუნველყოფილი არიან და დაწესებულებაში მათი მომზადებისთვის სათანადო პირობებიც შექმნილია.