ინდოეთის ოკეანეში ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC შრი ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
შრი-ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა მანამდე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.
კიდევ უფრო ადრე შრი-ლანკის საზღვაო ძალებმა დაადასტურეს, რომ ირანული საზღვაო ძალების გემ IRIS Dena-დან განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ 32 ადამიანი გადაარჩინეს.
აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, შრი ლანკის სანაპიროებთან ირანულ გემს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა დაარტყა. მისი თქმით, ინდოეთის ოკეანეში მცურავ ირანულ ფრეგატზე თავდასხმა ტორპედოთი განხორციელდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წყალქვეშა ტორპედოს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.