ისრაელსა და ღაზას შორის ომის დაწყებიდან პირველად გაიხსნა ქერემ შალომის სასაზღვრო პუნქტი.
ეს პუნქტი ჰუმანიტარული სატვირთო მანქანებისთვის 7 ოქტომბრის შემდეგ დახურული იყო.
ინფორმაციას ისრაელის მთავრობა ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება გაზრდის ჰუმანიტარული დახმარების ყოველდღიურ რაოდენობას, რომელიც ღაზაში შედის.
აქამდე ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში რაფაჰის გამშვები პუნქტით შედიოდა, რომელიც ეგვიპტისა და ღაზის საზღვარზე მდებარეობს.
15 დეკემბერს ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისინი დათანხმდებოდნენ ისრაელიდან ჰუმანიტარული დახმარების ქერემ შალომის გზით შესვლას ღაზაში.