"ჰამასის" ხელმძღვანელობის წევრმა ოსამა ჰამდანმა განაცხადა, რომ დაჯგუფება აღარ აპირებს ისრაელთან მოლაპარაკებას დაკავებული პალესტინელების სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლებაზე, ვიდრე ის საბრძოლო მოქმედებებს არ შეწყვეტს.
ჰამდანმა ეს განცხადება ბეირუთში პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დაჯგუფების სპიკერმა, მძევლების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დააკისრა და განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციის გაცხადებული მიზანი - „ჰამასის“ განადგურება, მიუღწეველია.