თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი და კატარის ამირა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეცხრე შეხვედრას უხელმძღვანელებენ.
დოჰაში ერდოღანსა და შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება, ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის მიღწევის მცდელობები და ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა და მომავალში გადაიდგმება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.
ერდოღანმა თქვა, რომ ისრაელმა პასუხი უნდა აგოს მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე და მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო მხარდაჭერა და სამართლებრივი ძალისხმევა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის ძალისხმევა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სათანადო მიწოდების უზრუნველსაყოფად კვლავ გაიზრდება.