უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სპეციალური ოპერაციების ძალების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ბახმუტის რეგიონში ჩავიდა. მან ჯარისკაცების მოწინავე პოზიციები მოინახულა.
“დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ ჩვენს მეომრებს მივულოცო მათი პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მერთაურების მოხსენება, ვესაუბრე სამხედროებს. ოპერაციების დეტალებს ვერ გეტყვით მაგრამ ბიჭებო, დავალებების შესრულება უკრაინისთვის დავალების შესრულება ნამდვილად გმირობაა“, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.