იტალიის ქალაქ ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე, ფრანკფურტის „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა.
მატჩის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე „ნაპოლის“ ულტრასებსა და ფრანკფურტის „აინტრახტის“ გულშემატკივრებს შორის „პარტიზანულ ომი“ გაჩაღდა, რამაც ნეაპოლის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბა.
მედიის ცნობით, გულშემატკივრებს შორის შეტაკება პიაცა დელ გესუს ცენტრალური მოედნის მიდამოებში მოხდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, გერმანელი გულშემატკივრები ნეაპოლის ცენტრში პიაცა დელ გესუზე თავდაპირველად პოლიციას დაუპირისპირდნენ. ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა გერმანელებს პეტარდები აუფეთქეს.
შეტაკების შედეგად დაზიანებულია მაღაზიის მინები, ცეცხლი გაუჩნდა ადგილზე მდგარ ავტომობილებს, მათ შორის პოლიციის მანქანებს.