ევროპული საქართველოს ოფისში, გიგა ბოკერიასა და აკაკი ბობოხიძის ბრიფინგი გაიმართა. გამართულ ბრიფინგზე, ლიდერებმა პრემიერ ღარიბაშვილი განცხადებებს უპასუხეს და ამავდროულად საზოგადოებას პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნეს.
გიგა ბოკერია თქმით, პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, თუ პუტინისტურმა რეჟიმმა რეპრესიები გაბედა, საზოგადოება მყისიერი რეაქციისთვის მზად უნდა იყოს.
„ის, რაც მოხდა ბოლო დღეებში, ჩვენი საზოგადოების, პირველ რიგში ახალგაზრდების ძალის დემონსტრირებაა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ყველა სკეპტიკოსისთვის, ვინც უიმედობაში იყო გადავარდნილი, რომ ჩვენ გვაქვს საფუძველი თავისუფალი, უსაფრთხო, ევროპული, დასავლური ქვეყანა ავაშენოთ, რაც ჩვენს ისტორიულ მისიას წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ჩვენ მყისიერად უნდა ვიყოთ მზად რეაქციისთვის პრემიერის გუშინდელი გამოსვლის ფონზე, თუ კი ამ პუტინისტურმა რეჟიმმა გაბედა იმ რეპრესიების განხორციელება, რომელიც პრემიერმა გუშინ უტიფრად დაანონსა.
ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩავლილი მოვლენების ფონზე რამდენიმე ფაქტი შევაჯამოთ: რა მოიტანა ის შედეგი, ის წარმატება, რასაც ამ ეტაპზე უდავოდ წარმატება უნდა ვუწოდოთ - ეს მოიტანა მკაფიო გზავნილმა იმ საზოგადოების მხრიდან, ვინც რუსთაველზე იდგა, მკაფიოდ ნათქვამმა ამოცანამ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო რეაქციამ, ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ეს.
თუმცა ერთია პუტინისტური რეჟიმის მავნებლური ნაბიჯის შეჩერება და მეორეა ქვეყნის რეალური წინსვლა. პირველი ასეთი ეფექტური პროტესტითაა შესაძლებელი, ხოლო მეორე შეუძლებელია ხელისუფლების შეცვლის გარეშე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი ვეთქმით, საქართველოს რომც მიეღო ან მომავალში მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყნას თუ პროდასავლური და ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება არ ეყოლება, რაელურ შედეგებს ვერ მივიღებთ.
„გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, რომც მიგვეღო ჩვენ კანდიდატის სტატუსი, ან მივიღოთ მომავალში, რაც ძალიან დიდი განაცხადი იქნება, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუ ჩვენ არ გვეყოლება პროდასავლური, ანუ ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება, ეს ჩვენ არ გვიშველის. ჩვენ ვერ გავხდებით ნატოს წევრი, რეალურად ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს, რეალურ გარდქმნას ვერ მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის შიგნით ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ყველა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ძალის მხრიდან მკაფიოდ იქნეს დაფიქსირებული. იმ საპროტესტო ენერგიას, რომელიც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, სჭირდება გარდაქმნა ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად, ხოლო ამას სჭირდება რაც ამ პროტესტმა გვანახა, ამ პროტესტის გადაწყვეტა.
პირველი რაც გვანახა ამ პროტესტმა, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, გვაქვს პრობლემა ნდობის, ლეგიტიმაციისა და კონტაქტის პრობლემა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან და ეს უნდა იყოს დღეს ფოკუსი, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ განხორციელდება.
მეორე - ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილი. ახლა პოლიტიკური ძალების განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი საუკეთესო მეგობრებისგან კვლავ არ მივიღოთ მცდარი გზავნილები, ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ, ისევ გადღაბნილი გზავნილები დეპოლარიზაციაზე, რაღაც გაურკვეველ დიალოგზე, ანუ ილუზია რეალური შედეგებისა ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე. ეს არი ჩვენი აზრით, რაზეც საზოგადოება უნდა იყოს დღეს კონცენტრირებული, ხოლო პოლიტიკურ ძალებს ამ საკითხში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს,“ - განაცხადა გიგა ბოკერია.