აჭარასა და ანაკლიაში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლისგან 10 წლით თავისუფლდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, სანებართვო მოსაკრებლისგან თავისუფლდება ბათუმში, ასევე ქობულეთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.