თურქეთში გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს კეთილი ნების გამოხატვის განზრახვა.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განუცხადა, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე იმყოფება.
მან პოლიტიკოსების მთავარ ამოცანად უკრაინაში ომის საკითხთან დაკავშირებით ევროპული და ამერიკული ერთიანობის შენარჩუნება დაასახელა.
„რუსული მხარე არ აპირებდა მოლაპარაკებების წარმოებას ამერიკული მხარის თანდასწრებით. რუსულმა მხარემ დააწესა პირობები, რომლებიც მიუღებელი იყო არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ არ ვმალავთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის პოზიციას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ კონსტრუქციული. ალბათ, ძალიან რთული დღეები ჯერ კიდევ გველოდება,“ - აღნიშნა ტუსკმა.