დილიდან უკრაინაში კიევის, ჟიტომირისა და ვინიცის ოლქებში განგაში გამოცხადდა.
მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქში (კერძოდ, კიევის შემოგარენსა და თავად დედაქალაქში) აფეთქებების ხმა ისმოდა.
კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხლმძღვანელმა ოლექსეი კულებამ განაცხადა, რომ ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
კულებამ აღნიშნა, რომ მნიშვნელავანია მოქალაქეები თავშესაფრებსა და უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა.
მისი ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან.