რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მახლობად, ქალაქ ისტრაში მდებარე ინტერნეტმაღაზია Ozon-ის სასაწყობე კომპლექსში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს.
როგორც იუწყებიან, ხანძარი 50 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანაშრომლები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან ვერტმფრენები.
რუსული მედიის ცნობით, დაახლოებით 1000-მდე ადამიანმა შეძლო შენობის დატოვება ხანძრის გაჩენისთანავე. ამავდროულად ვრცელდება ცნობები, ერთი დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ, რომელთაგან ორი კლინიკაშია გადაყვანილი.


