ნოტრ დამის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, გახსნა ღვთისმსახურებისა და ვიზიტორებისთვის 2024 წელს იგეგმება. აცხადებს სააგენტო "ფრანს პრესის" (AFP) ცნობით, საფრანგეთის კულტურის მინისტრი რიმა აბდულ-მალაკი.
"სამუშაოები მიდის სწრაფი ტემპებით, დაგეგმილი და მოსალოდნელი გრაფიკის შესაბამისად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ 2024 წელი იქნება ის წელი, როდესაც სარესტავრაციო სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულდება და ტაძარი ღია იქნება ღვთისმსახურებისა და საზოგადოებისთვის", - განუცხადა მინისტრმა AFP-ს.
სამუშაოები ნოტრ დამის გამაგრებისა და უსაფრთხოების მიზნით დასრულდა 2021 წლის შემოდგომაზე, იმავე წლის ზამთრიდან კი რესტავრაცია დაიწყო.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 2019 წლის 15 აპრილს, გაუჩნდა. 400-მდე მეხანძრე მის ლოკალიზებას ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ხანძარს გადაურჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფერადი სარკმელები. გადარჩა ასევე მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი, რომლებიც დროებით ლუვრში გადაიტანეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტაძრის სრულ რესტავრაციას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დასჭირდება.