შეერთებულ შტატებში გამართულ აუქციონზე, ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის საათი 1.1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
Huber-ის საათი, რომელზეც ამოტვიფრულია ნაცისტური სვასტიკა, ნაცისტური ემბელმა არწივის გამოსახულებით და ინიციალები AH, ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა.
მანამდე, ებრაელმა ლიდერებმა დაგმეს ჰიტლერის საათის აუქციონზე გამოტანის ფაქტი და ღია წერილით მოუწოდეს აუქციონის სახლ Alexander Historical Auctions-ს, ამოეღო საათი გასაყიდი ნივთების ჩამონათვალიდან.
34 ებრაელმა ლიდერმა აუქციონზე ჰიტლერის საათის გასაყიდად გამოტანას "ამაზრზენი" მოვლენა უწოდა.

აუციონის სახლმა არ გაითვალისწინა მოწოდება და განაცხადა, რომ მათი მიზანია ისტორიის შენარჩუნება.
"თუ ისტორიას გაანადგურებ, არ იარსებებს მტკიცებულება იმისა, რაც მოხდა. კარგი იქნება თუ ცუდი ისტორია, ის უნდა შემოვინახოთ", - თქვა აუქციონის სახლის უფროსმა ვიცე-პრეზიდეტნმა.
საათის აღწერილობაში ნათქვამია, რომ ის ნაცისტების ლიდერს დაბადების დღის საჩუქრად გადაეცა 1933 წელს, სწორედ იმ წელს როდესაც ჰიტლერი გერმანიის კანცლერად დასახელდა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ საათი ხელთ იგდეს, როგორც "ომის ნადავლი", ფრანგმა ჯარისკაცებმა, როდესაც ისინი შეიჭრნენ ჰიტლერის ბერგჰოფის თავშესაფარში, ბავარიის მთებში. წლების განმავლობაში მან არაერთი მფლობელი გამოიცვალა.