მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბრატეევოს რაიონში, მრავალსართულიან კორპუსში მდებარე ჰოსტელს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავდა 4.
გავრცელებული ცნობით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც ოთახები იყო გაქირავებული. ვარაუდობენ, რომ ყველა დაღუპული ერთ ოთახში იმყოფებოდა.
ხანძრის გამო შენობიდან 200 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ შესაძლო მიზეზად ელექტრო მოწყობილობის გაუმართაობას განიხილავენ.