წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ საზოგადოებრივ მაუწყებელს კრების პირდაპირ ეთერში გაშუქება მოსთოვა. ამის შესახებ კრების დაწყებისას გოგი ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხალხს უნდა ანახოს დღვანდელი ხალხის ერთიანობა და ერთად დგომა.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ისტორიაში. დღევანდელი კრება არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი გამოხატავს ლეგიტიმურ ნებას. ამ კრებაზე მოვიწვიეთ სააკაშვილი, მაგრამ მან რა თქმა უნდა აქ მოსვლა იუარა. დღეს 15 ათასზე მეტი დელეგატი შეიკრიბა და ამ დელეგატების უკან მინიმუმ 850 ათასი ადამიანი დგას, რომლებსაც უფლება აქვთ ჩვენი ქვეყნის მომავალი განსაზღვრონ. ლეგიტიმური უფლება, გავქვს ხელისუფლებას ჩვენს მიერ მიცემული მანდატები დავათმობინოთ", - განაცხადა გოგი ქავთარაძემ.
დღესვე შეადგება ხმის დამთვლელი კომისიის, სარედაქციო კომისიის, სამანდატო კომისიის წევრები.
ასევე დამტკიცდება კრების წესდება, რომელშიც შედის პრეზიდენტის უნდობლობა და ა.შ.