დიდი ბრიტანეთი პოლონეთში Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლებს განალაგებს და ამით შეუერთდება ნატო-ს მისიას „აღმოსავლეთის მცველი“, რომელიც რუსეთის დრონების მასიური შეჭრის საპასუხოდ დაიწყო.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამანადგურებლებს პოლონეთში აგზავნიან, თუმცა მათ რაოდენობას არ აკონკრეტებენ.
„საჰაერო ძალების Typhoon -ები მოკავშირეებს შეუერთდებიან პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად „აღმოსავლეთის მცველის“ მისიის ფარგლებში, გასულ კვირას პოლონეთში რუსული დრონების უგუნური და სახიფათო შეჭრის შემდეგ“, - აცახდებენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში.