შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებისთვის F-15 Eagles-ის ტიპის მოერიშეების ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ევროპის სარდლობა ავრცელებს.
"ამერიკული მოიერიშების გაგზავნა პოლონეთში ლასკის ავიაბაზაზე, მიმართულია ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ალიანსის მისიის მხარდასაჭერად საჰაერო სივრცის პატრულირებისკენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ ამერიკული მოერიშეები F-15 Eagle, რომლებიც გაიგზავნა შოტლანდიაში მდებარე ლოსიმუტის ბრიტანული ავიაბაზიდან, იმოქმედებენ პოლონეთისა და დანიის F-16-ის ტიპის თვითმფრინავებთან ერთად. აღნიშნული თვითმფრინავები ასრულებენ ნატო-ს პატრულირების მისიას ბალტიაში.
"დამატებითი მოიერიშეები გააძლიერებენ საბრძოლო მზადყოფნას, ასევე უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე მოკავშირეების თავდაცვას", - ნათქვამია ინფრომაციაში.
მანამდე, ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ფეარფორდის (Fairford) ავაიბაზაზე ჩავიდა B-52H ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა.