რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია. სააგენტო "ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დუმის დეპუტატი კორონავირუსით არის ინფიცირებული და ფილტვის "სერიოზული დაზიანება" აქვს.
წყაროს მტკიცებით, ჟირინოვსკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
დუმაში ლიბერალურ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ვასილი ვლასოვი საპარისპირო ცნობას ავრცელებს და ირწმუნება, რომ ჟირინოვსკი "თავს კარგად გრძნობს და დოკუმენტებთან მუშაობს". თუმცა, ვლასოვმა თავი აარიდა შეკითხვას, თუ სად იმყოფება ამჟამად დუმის დეპუტატი.
რუსული მედიის ცნობით, ბოლო ხანებია ჟირინოვსკი საჯარო ღონისძიებებზე არავის შეუნიშნავს.