ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსეს Covid-19 დაუდასტურდა. იტყობინება ესპანეთის სამეფო კარი.
სამეფო კარის განცხადებით, მონარქი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად, სამეფო რეზიდენციიდან გააგრძელებს.
ფელიპე მეექვსეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა დანიის დედოფალი მარგრეტე II.