კორპორაცია Meta-მ, შესაძლოა ევროპაში სოციალური ქსელების Facebook-სა და Instagram-ის მუშაობა შეწყვიტოს. გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკავშირის კანონმდებლობას, რომლის თანახმად, [ევროპელი] მომხმარებლების მონაცემები ევროპის სერვერებზე უნდა ინახებოდეს და მუშავდებოდეს.
Meta მონაცემების გადასაცემად იყენებს ტრანსატლანტიკურ სერვერებს: Privacy Shield (ევროკავშირმა ბათილად გამოაცხადა 2020 წელს მონაცემეთა დაცვის დარღვევის გამო) და SCC-ს (სტანდარტული მდგომარეობა მონაცემების დასაცავად).
"მონაცემების გაცვლას ქვეყნებსა და რეგიონებს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისა და სარეკლამო ბიზნესისთვის", - აცხადებენ კომპანიაში.
"თუ ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, რომლებშიც ვმუშაობთ, მონაცემთა გადაცემას ვერ შევძლებთ, ან ჩვენთვის აკრძალულია მონაცემთა გაცვლა ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებებს შორის, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს შესაძლებლობებზე მომსახურებების გაწევის კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.
იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების მუშაობა ევროპაში საფრთხის ქვეშაა.
Meta იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ახალ შეთანხმებას მიაღწევს და მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა აღარ მოუწევს.