რუსეთის დუმაში ფრაქცია "ედინაია რასიას" თავმჯდომარემ ვლადიმირ ვასილევმა გაავრცელა მიმართვა, სადაც ის მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ რეგიონებს სამხედრო პროდუქცია მიაწოდოს.
ვასილევის განცხადებით, ამ დახმარების აუცილებლობას "მოსალოდნელი აგრესიის შეკავება" განაპირობებს.
"ღრმად გვაშფოთებს რუსეთის მოქალაქეთა და ჩვენი თანამემამულეების უსაფრთხოების საკითხი, რომლებიც ცხოვრებენ ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში", - ამბობს ვასილევი.
"ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციები გავიარეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ადამიანებს კიევის რეჟიმის იმედად ვერ დავტოვებთ. ამასთან დაკავშირებით, მივმართეთ ჩვენი ქვეყნის ხემძღვანელობას დახმარება აღმოვუჩინოთ ლუაგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს აგრესიის შესაჩერებად საჭირო იარაღის მიწოდებით", - განაცხადა ვასილიევმა.
ვასილიევის თქმით, რუსეთში დიდხანს ელოდნენ, რომ "ვაშინგტონში იზეიმებდა რაციონალური გადაწყვეტილება", მაგრამ ეს არ მოხდა. დასავლეთი, აგრძელებს სანქციებზე საუბარს და კონფლიქტის ზონაში იარაღს გზავნის", - განაცხადა ფრაქციის ხელმძღვანელმა.
"სცენარი, რომლის დემონსტრირებასაც დასავლეთი და უკრაინა ახდენენ, გვაგონებს ნაციზმთან და"ბანდეროვშჩინასთან" დაბრუნებას. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. ჩვენ ძალიან გვაღელევებს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისა და თანამემამულეების სიცოცხლის დაცვის საკითხი", - თქვა ვასილიევმა.
ცოტა ხნით ადრე, პარტია "ედინაია რასიას" გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკებს გარკვეული ტიპის იარაღი მიაწოდოს, რათა "გაიზარდოს მათი თავდაცვითი შესაძლებლობები და შეაჩეროს სამხედრო აგრესია, რომელსაც აშკარაა, რომ ამზადებს კიევი".
თავის მხრივ, სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას მიესალმა დონეცკის სეპარატისტული რეჟიმის მეთაური დენის პუშლინი.
"დონეცკი მიესალმება დახმარების გაწევის ნებისმიერ გადაწყვეტილებას", - ციტირებს სააგენტო "ტასი" პუშლინის სიტყვებს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დუმაში დაიწყეს დონბასის სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხის განხილვა.