ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონიული ბიუროს მეთაურის, ჰანს კლუგეს განცხადებით, "ომიკრონის" ვარიანტმა ევროპაში პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და შესაძლოა, სულაც მისი დასრულება გამოიწვიოს.
"სავარაუდოდ, [ევროპის] რეგიონი ერთგვარად პანდემიის დასასრულისკენ მიდის", - თქვა კლუგემ და დასძინა, რომ მარტისთვის "ომიკრონით" შესაძლოა, დაინფიცირდეს ევროპელების 60%.
კლუგეს განცხადებით, მას შემდეგ, ევროპაში ომიკრონით ინფიცირების აღმავალი მატება ჩაცხრება, რამდენიმე თვის განმავლობაში, ვაქცინაციისა და კოვიდგადატანილი ადამიანების იმუნიტეტის მეოხებით, ჩამოყალიბდება გლობალური იმუნიტეტი.
"მოველით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი. "კოვიდ-19" წლის ბოლომდე შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დაბრუნდება", – აღნიშნა ჰანს კლუგემ.
ომიკრონი ვარიანტმა, რომელიც კვლევების თანახმად, უფრო გადამდები აღმოჩნდა, ვიდრე დელტა, მაგრამ იწვევს დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას ვაქცინირებულ ადამიანებში, იმედი გააჩინა, რომ პანდემია შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდეს და Covid-19 ჩამოყალიბდეს ენდემურ დაავადებად, როგორიცაა სეზონური გრიპი.
მიუხედავად ამ იმედისა, კლუგე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ Covid-19-ის ენდემურად განხილვა ჯერ ნაადრევია.
"ამ ვირუსმა არაერთხელ გაგვაოცა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - თქვა მან.
ამავე დროს, ჰანს კლუგეს განცხადებით, ომიკრონის ფართო გავრცელებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვირუსის სხვა ვარიანტის აღმოცენებას.