ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანაზაციაში აცხადებენ, რომ ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების გამო კორონავირუსთან დაკავშირებული რთული ვითარება კიდევ სამ თვეს გაგრძელდება. ამის შესახებ ორგანიზაციის სპეცწარმომადგენელმა COVID-19-თან ბრძოლის საქმეში დევიდ ნაბარომ განახადა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაა.
"ადამიანებმა უბრალოდ უნდა გააგრძელონ მუშაობა, ამიტომ დღს პოლიტიკოსების წინაშე რთული არჩევანია. სულ მცირე კიდევ სამ თვეს გაგარძელდება მძიმე ვითარება", - განაცხადა ნაბარომ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 10 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 816 შემთხვევა.
საქართველოში ომიკრონის პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.