რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, ყაზახეთს გაუწიოს ნებისმიერი არასამხედრო დახმარება.
მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება გაუმკლავდება ქვეყანაში არსებული სიტუაციის დარეგულირებას.
"ჩვენს ყაზახ მეგობრებს და ძმებს ვუსურვებთ წარმატებულ გამოსავალს ამ სიტუაციიდან, რუსეთი ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის", - თქვა ჯაბაროვმა.
ჯჰაბაროვმა განმარტა, რომ ის არ გულისხმობს სამხედრო დახმარებას, არამედ, მაგალითად, ეკონომიკურ დახმარებას. ჯაბაროვს ასევე აცხადებს, რომ ყაზახეთში განვითარებული მოვლენები არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური კრიზისი.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს.
ყაზახეთი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ასობრივი პროტესტის ფონზე, ყაზახეთის მთავრობა გადადგა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში საგაგნებო მდგომარეობა გამოაცხადა.