მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, იაპონელი ტანაკა კანე 119 წლის გახდა.
იაპონური მედიის ცნობით, ტანაკა კანემ დაბადების დღე მოხუცთა თავშესაფარში, ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა.
ტანაკა კანე გინესის რეკორდების წიგნში შევიდა 2019 წლის 9 მარტს, როგორც დედამიწის უხუცესი მკვიდრი. მაშინ ის 116 წლისა და 66 დღის იყო.
იაპონელი ქალი 1903 წლის 2 იანვარს, ფუკუოკას პრეფექტურაში დაიბადა.
გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომლის რეკორდი ჯერ არავის მოუხსნია, ფრანგი ქალი ჟან ლუიზ კალმანია. ის 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.