ისრაელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან 12 ვერტმფრენისა და 2 ბოინგის შესყიდვის თაობაზე. იტყობინება Deutsche Welle ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
საუბარია CH-53K ვერტმფრენებსა და საწვავით უზრუნველყოფის ორ ლაინერ Boeing KC-46-ზე.
ისრაელის განცხადებით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 3.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
"ეს შესყიდვა არის უფრო ფართო პროგრამის ნაწილი ისრაელის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და მზადყოფნის გასაძლიერებლად, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების წინააღმდეგ", - იუწყება ისრაელის თავდაცვის უწყება.
შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ხუთშაბათს, მოიცავს დამატებით ექვსი ვერტმფრენის შეძენის შესაძლებლობას, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. უწყების თქმით, პირველი ვერტმფრენები ისრაელში 2026 წელს უნდა ჩავიდეს, საწვავით უზრუნველყოფის თვითმფრინავები კი - 2026 წელს.
ახალი ვერტმფრენები ჩაანაცვლებს Sikorsky CH-53 Yas'ur ვერტმფრენებს, რომელსაც ისრაელი 1960-იანი წლების ბოლოდან იყენებს.
უმსხვილესი სამხედრო გარიგების ფონია, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ პანდემიის პირობებში გლობალური იარაღის ინდუსტრია ყვავის.