კრემლმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საახალწლო მილოცვები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მიმართ. გასული წლების მსგავსად, ჩამონათვალში არ არიან საქართველოსა უკრაინის პრეზიდენტები.
პუტინმა ახალი წელი სულ 42 ქვეყნის ლიდერს მიულოცა. მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ჩინეთის ლიდერს სი ცზინპინს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, სომხეთის, აზერბაიჯანის სამხრეთ კორეის, ყაზახეთისა სხვა ქვეყნების ლიდერებს.
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი დამდეგ ახალ წელს ულოცავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებს.
პუტინს ზურაბიშვილისა და ზელენსკისთვის ახალი წელი არც გასულ წელს მიულოცავს.