დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის ირგვლივ ისტერიკა აქვთ ატეხილი, მაგრამ სოლიდურ პოლიტიკოსებს, მაგალითად ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს ესმით, როგორ წარმათონ "ზრდასრულთა დიალოგი", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"აი, ეს ისტერიკა, რომელსაც აწყობენ რუსეთის ფედერაციის ირგვლივ, ნამდვილი ისტერიკაა", - აღნიშნა ლავროვმა YouTube-არხ სოლოვიოვ- LIVE-თან ინტერვიში.
მისი თქმით, სოლიდურ ლიდერებს ასეთი ისტერიკა არ ახასიათებთ, მაგალითად, პუტინმა და ბაიდენმა ჟენევაში "ზრდასრულთა დიალოგი" გამართეს კონკრეტულ საკითხებზე, იმის მიუხედავად, რომ მათი აზრები საკვანძო საკითხებში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა.
მისი თქმით, ნატო-ში შეიკრიბნენ "არაზრდასრული ადამიანები", რომლებიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ხიდების აღდგენის პარალელურად ჭრიან ურთიერთთანმაშრომლობის გზებს.
"ბატონმა სტოლტენბერგმა ნატო-ში რუსეთის წარმომადგენლები გამოყარა. ბრიუსელში მუშაობა შეუძლებელია, არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ დიალოგის საჭიროებას ნებისმიერ გარემოებაში და არიან სხვებიც [ვინც ამ საჭიროებას ვერ ხედავენ], - განაცხადა ლავროვმა.