საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსის განცხადებით, ვაქცინაზე რამდენიმე მილიონი ფრანგის უარი, მთელ ქვეყანას უქმნის საფრთხეს
მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობა მუშაობს ახალ ნაბიჯებზე, რომელმაც უნდა დაძლიოს ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება.
"მიუღებელია, რომ რამდენიმე მილიონი ფრანგის უარი ვაქცინაციაზე საფრთხეს უქმნის მთელი მოსახლეობის სიცოცხლეს", - აცხადებს ჟან კასტექსი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი "ომიკრონი" შტამი "ელვის სისწრაფით" ვრცელდება.
მისი განცხადებით, სავარაუდოდ, 2022 წლის დასაწყისისთვის, ეს შტამი საფრანგეთში უკვე დომინანტური გახდება და ჩაანაცვლებს აქამდე დომინირებულ დელტა შტამს.
ომიკრონი შტამის სწრაფი გავრცელების გამო, ცოტა ხნით ადრე, პარიზმა ბრიტანეთიდან მომავალი მოგზაურებისთვის მკაცრი შეზღუდვები დააწესა და დახურა საზღვრები.
პრემიერ-მინისტრ კასტექსის განცხადებით, სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება იმ შემაკავებელი ზომების ნაწილია, რომლიც მიიღეს ინფიცირების ახალი ტალღების აღსაკვეთად.
ახალი ზომები ითვალისწინებს ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირებას, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მწვანე პასპორტის წარდგენის ვალდებულებას.
გარდა ამისა, გაუქმდა ყველა ოფიციალური საახალწლო ზეიმი და ფესტივალი.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივიე ვერანის განცხადებით, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება ვირუსის ახალ შემთხვევებს შორის ომიკრონის პროცენტული წილი.