ნიუ იორკის პოლიციას, თავისი 176-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ქალი უხელმძღვანელებს. განაცხადა ნიუ იორკის არჩეულმა მერმა, ერიკ ადამსმა.
49 წლის კიჩანტ სიუელი მრავალი წლის განმავლობაში პოლიციის ოფიცერად მუშაობდა ლონგ აილენდში, ნასაუს პოლიციის დეპარტამენტში. 2020 წლიდან კი ამ დეპარტამენტში, დეტექტივების განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.
ქალაქის არჩეული მერი ერიკ ადამსი, წინასაარჩევნო კამპანიისას პირობას დებდა, რომ ქალაქის პოლიციის მეთაურად ქალს დანიშნავდა.
კიჩანტ სიუელი უფლებამოსილების განხორციელებას 2022 წლის იანვრიდან შეუდგება.
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი (NYPD) შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი საპოლიციო სამსახურია. დეპარტამენტში დასაქმებულია 35 000 პოლიციელია, რომელთა შორის 18% ქალია.