ევროკავშირის რამდენიმე დიდი ქვეყანა მხარს უჭერს მოსკოვთან დიალოგზე ფოკუსირებას და არა მის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების პაკეტის მომზადებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. იუწყება Bloomberg-ი ევროკავშირში მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებზე დაყრდნობით.
"გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს სურთ მოსკოვთან მოლაპარაკებებზე ფოკუსირება, ვიდრე დაიგეგმება შესაძლო ეკონომიკური ზომების დეტალები", - იუწყება სააგენტო.
თუმცა, მისი ინფორმაციით, სხვა ქვეყნები ვარაუდობენ, რომ სანქციების მხარდაჭერა უკეთ იმუშავებს რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად.
დასავლეთის ქვეყნებმა არაერთგზის გააფრთხილეს რუსეთი, რომ მიიღებენ ეკონომიკურ ზომებს, თუ კი ის უკრაინას თავს დაესხმება.
ბოლო კვირებია, დასავლეთი შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციით.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.