ჰონგ კონგის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება შენობაში, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გამოსვლას. South China Morning Post-ის ცნობით, სახურავზე, ევაკუირების მოლოდინში იმყოფება 300-მდე ადამიანი .
მათივე ცნობით, კვამლის შესუნთქვის გამო დაშავდა 7 ადამიანი, 4 მათგანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
მაშველებმა სავაჭრო ცენტრიდან იქ მყოფი ადამიანების ნაწილის ევაკუირება მოახდინეს.
გრძელდება ხანძრის ქრობისა და მოქალაქეთა გამოყვანის სამუშაოები.