კარიბის ზღვის კუნძულოვან სახელმწიფო ჰაიტიში საწვავით დატვირთული ავზის აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
შემთხვევა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კაპ-აიტენში მოხდა. მერის მოადგილის განცხადებით, მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ამასთან, მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.
ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.