"7600-ზე მეტი პაციენტი დღეს ჰოსპიტალურ სექტორში მკურნალობს, 370-მდე პაციენტი რეანიმაციაშია, 1500-ზე ოდნავ მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში", აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8056 საწოლი, რამაც გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო.
"მაქსიმალური დატვირთვა გვაქვს, 47 000-ზე მეტი პირი მკურნალობას ბინაზე იტარებს. ჩვენ დღეს იმისთვის ვმუშაობთ, რომ ოჯახის ექიმების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ბინაზე მართვის პრაქტიკა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.