უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად, კიევის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ორდენებით დააჯილდოვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე "იაროსლავ ბრძენის" მეხუთე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წელი შესრულდა.
უკრაინამ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.